ტრენინგის I დღე
ტრენინგის პირველი დღე სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. ინფორმაციის დიდმა რაოდენობამ ცოტა არ იყოს დამაბნია და გაურკვევლობაშიც ჩამაგდო. როგორც აღმოჩნდა, აქამდე ნასწავლი და ჩემ მიერ გაკეთებული პროექტის გეგმა არ იყო სრულყოფილი და აკადემიურ დონეზე შესრულებული.
II დღე
ტრენინგის მეორე დღე გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა. ინტერესი გამოიწვია ინტელის ტრენინგ-მოდულის ინოვაციებმა. პროგრამის შინაარსის ნაწილობრივ გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია მზა მასალის გამოყენება ჩემი პროექტის გეგმისთვის, რაც დროის ეკონომიის თვალსაზრისით ძალიან საჭიროა.