Saturday, November 2, 2013


მეოთხე მოდულის რეფლექსია

    დღევანდელი ტრენინგით შევისწავლეთ მასწვლებლის მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების პრეზენტაცია.
   გავეცანით უკვე შექმნილ მოსწავლეთა ნამუშევრებს, რომელიც მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი; შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი ნიმუშები და შევეცადეთ მოგვერგო ჩვენი პროექტისთვის. გამარტივდა შექმნილის მორგება.


Saturday, October 26, 2013

                                      

                              ტრენინგის       I დღე

  ტრენინგის პირველი დღე   სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. ინფორმაციის დიდმა რაოდენობამ ცოტა არ იყოს დამაბნია და გაურკვევლობაშიც ჩამაგდო. როგორც აღმოჩნდა, აქამდე ნასწავლი და ჩემ მიერ გაკეთებული პროექტის გეგმა არ იყო სრულყოფილი და აკადემიურ დონეზე შესრულებული. 


                                                 II  დღე

   ტრენინგის მეორე დღე გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა. ინტერესი გამოიწვია ინტელის ტრენინგ-მოდულის ინოვაციებმა. პროგრამის შინაარსის ნაწილობრივ გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია მზა მასალის გამოყენება ჩემი პროექტის გეგმისთვის, რაც დროის ეკონომიის თვალსაზრისით ძალიან საჭიროა.